Thursday, November 5, 2009

შეინახე შენი ისტორია




ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ის რაც მინდოდა გამეკეთებინა მომავალში, მერე სულ დამავიწყდა ამ list ის არსებობა, ცოტა ხნის წინ ვიპოვე და აღმოვაჩინე რომ ნახევარიც კი არ მახსოვდა, გული დამწყდა, იმიტომ რომ მე ის რაც მინდოდა არ გავაკეთე, უბრალოდ ვერ შევძელი?.. არა, უბრალოდ დამავიწყდა ჩემი მიზნები, ეს უფრო უარესია, იმიტომ რომ მე არც კი ვეცადე.
ეხლა მოვიდა დრო, დრო რომ ყველაფერი გავაკეთო და არ ვინანო იმაზე რომ არც კი ვეცადე გამეკეთებინა ეს.

ერთ ერთი ჩემი მიზანი იყო ბლოგი. რატომ? ჩემი ბლოგერობის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როცა კლავიატურას საწერი კალამი, მონიტორს კი ფურცელი ცვლიდა, ჩემ შემთვევაში ეს იყო ყავისფერყრდიანი ბლოკნოტი. ჩემი დღიურების ისტორია ჩემ პირველ სიყვარულთან ერთად დაიწყო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მე მაინც მომწონს, მე სიყვარულმა დამაწყებინა წერა, ეხლა რომ ვკითხულობ, მეცინება, რა სულელი ვიყავი მაშინ და ბლა ბლა ბლა... მაგრამ კარაგდ რომ დავფიქრდი ეს სულაც არ არის სასაცილო, იმიტომ რომ მე ესეთი ვიყავი და დღეს შემიძლია ვიგრძნო განსხვავება. დავფიქრდი იმაზე რაც იყო და აღარასოდეს არ დაბრუნდება... სულ მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებლის სიტყვები "დაფიქრდით, იქნება როდესმე 2000წლის 31 იანვარი?" აქედან გამომდინარე ყველა დღე უნიკალურია და აღარ განმეორდება. არ განმეორდება და ჩვენ ბევრი რამე დაგვავიწყდება განვლილი დღეების, კვირების, თვეების და წლების შესახებ, არადა ცხოვრება მოკლეა და რა ჯობია იმას რომ დაბრუნდე უკან, იმ ჩანაწერებით მაინც რომლებიც შენ ისტორიას ინახავენ....


მაგრამ...
ყავისფერყრდიაი დღიურისგან განსხვავებით, რომელსაც საგულდაგულოდ ვკეტავდიხოლმე უჯრაში, ბლოგს ვერ ჩავკეტავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაპირებ ვწერო შელამაზებული სიმართლე ან ლამაზი ტყუილი, არა, დღეიდან იხილეთ მხოლოდ სიმართლე რაოდენ მახინჯიც არ უნდა იყოს ის.

აი ჩემი მოკლე ისტორია და ამ ბლოგის არსებობის მიზანი,თქვენც დაფიქრდით იქნებ ღირს შეინახო შენი ისტორია, ეხლა მაინც როცა ეს ადვილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

see you soon....

No comments:

Post a Comment