Friday, November 6, 2009

ონლაინ თამაშები


21-ე საუკუნე, საუკუნე სადაც ვირტუალური ცხოვრება ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში, არიან ადამიანები რომლებიც ნამდვილ ცხოვრებას ვირტუალურ რეალობას ამჯობინებენ
მოდით განვიხილოთ რატომ და მართლა ღირს თუ არა ცხოვრების ძვირფასი წუთების ვირტუალურ რეალობაში დახარჯვა.


რატომ ვთამაშობთ ონლაინ თამაშებს?!
მოდით მაგალითად მოვიყვანოთ ლაინეიჯი, იმიტომ რომ ამ თამაშთან მქონდა შეხება.
ლაინეიჯი, ლამაზი სამყარო სადაც იბადება შენი ეგრედწოდებული ჩარი და მარტო შენზეა დამოკიდებული თუ რამდენად განავითარებ მას (განვითარებაში იგულისმება უამრავი დროის დახარჯვა, ან დროის ეკონომია და ფულის დახარჯა, ეგრედწოდებული donate) ძნელია გაუძლო ცდუნებას გყავდეს საკუთარი გმირი;



ადამიანები: აქვთ ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა, მაგრამ ფლობენ ყოვრლმხრივ დაბალანსებულ ძალას, იქნება ეს მაგიური თუ ფიზიკური ძალა.



ელფები: არიან ძალიან მოხერხებულები, მოხერხებულად მოძრაობენ და შეუძლიათ დაეუფლონ როგორც ფიზიკურ, აგრეთვე მაგიურ ძალასაც.



ბნელი ელფები: ლაინეიჯის ლეგენდის მიხედვით ისინი თეთრი ელფები იყვნენ თავიდან, მაგრამ მერე გრაინ კაინის თაყვანისცემა დაიწყეს, განიცადეს მუტაცია და შეიფერენ შავად. შავი ელფი მეომრები ძალიან სწრაფები და სახიფათო არსებები არიან, მაგიკოსები კი ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ მაგიას.



ორკები: საშიში არსებები, რომელთაც ძალიან კარაგდ აქვთ განვითარებული მუსკულატურა, არიან ძალიან მაღლები და მწვანე ფერი რომ არა, ალბათ ყველა მანდილოსნის გულს მოიგებდნენ, მაგრამ არ არსებობს უნაკლო ადამიანი, მითუმეტეს ორკი. მათ აქვთ უფრო მაღალი HP (health points) და MP (Magic points)


ჯუჯები: ეს პატარა ტანის მქონე, ერთი შეხედვით უწყინარი არსებები არც თუ ისე უწყინარი და უსუსურები არიან, ისინი გადასარევად ფლობენ საბრძლო ხელოვნებას და აგრეთვე შეგორვების და შექმნის უბადლო ნიჭს, რომლითაც ვერხერთი სხვა რასა ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ არც უნაკლო
ჯუჯები არსებობენ, მათ არ შეუძლიათ დაეუფლონ მაგიას.

ამ რასებს ეხლახანს დაემატა ახალი რასა სახელად კამაელი, მაგრამ იქიდნა გამომდინარე, რომ მე არ მქონია ამ რასასთან შეხება, ვერაფერს ვერ ვიტყვი მათზე, ისე გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველი რასაა ;)

ლაინეიჯის სამყაროში არის ბევრი ქალაქი, ერთ-ერთი ცენტრალური გახლავთ ადენი, ულამაზესი ქალაქი რომელის გამოც დაუნდობელი ომი ჩარდებახოლმე, არ გეგონოთ რომ სხვა ქალაქებს უომრად თმობს ხალხთა ერთობლიობა, სასურველი სახელით, (კლანი) რომელიც ერთიანდება კლანების ერთობლიობაში(ალიანსი).
ამ ყველაფერ საოცრებასთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ უამრავი გასართობი და ამავდროს ნერვებდასაწიწკნი ქვესთი, დალაშქროთ რეიდ ბოსები და ა.შ.


როგორც რეალობაში ისევე ვირტუალურ რეალობაშიც არიან უფრო ძლიერი და სუსტი ადამიანები, ჩარები.
იქნებ ჩვენ მოგვწონს მოგონილ სამყარო სადაც შეგვიძლია ვიყოთ ის ვინც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, მაგალითად გიგანტური ორკი, რომელიც დიდ ძალას ფლობს, გვინდა ავიღოთ ციხესიმაგრეები და დავამარცხოთ მტერი, კი გვინდა, მაგრამ რას ვიღებთ ბოლოს??? იქიდან გამომდინარე რომ ეს თამაში მთელ თავისუფალ დროს გვართმევს და ჩვენი ჩარი ჩვენ მზრუნველობას მოითხოვს, უამრავ გათენებულ ღამეს და ჩვენ თავს რომელიც ძალიან მოწყვეტილია რეალობას, თავი დავანებოთ იმას რომ დღე როცა გვძინავს იგივე Siege გვესიზმრება რომელსაც მთელი ღამე შევალიეთ.

თუმცა, თუ დროის განსაზღვრის კარგი უნარი და კარგი ნებისყოფა გაქვთ, ღირს ამ თამაშის თამაში, მარტო იმიტომ რომ შეიძლება შენი თანამებრძოლო შენი კარგი მეგობარი გახდეს ;)

უბრალოდ ძალიან მაგარი შორტები ;)



მმმ....
აი მესმის შორტი, ძალიან მააგარი შორტები, იაფად, იჩქარეთ ;)

უაზრო პოსტი



ცუდია როცა აზრებგამოცლილი და თვალებდასიებული ზიხარ და არ იცი რა დაწერო, ცხოვრბეაში არის მომენტები როცა არაფერი არ გამოდის და გინდა უბრალოდ შეძვრე ოთახში, ჩაკეტო კარები და სამუდამოდ იქ დარჩე...
იმედია მალე მორჩება, არა მჯერა რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება...


ეს კიდევ სიმღერა, რომელის მოსმენის დროსაც შანსი არაა არ ვიტირო...

Thursday, November 5, 2009

უძილობა....



3.34 მე კიდევ ისევ ვზიავრ კომპიუტერთან და დავძვრები ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში.
ნაცნობი სიტუაციაა, რაც თავი მახოვს სულ მაწუხებს უძილობა...
საიდან დაიწყო აღარ მახსოვს, მაგრამ მკურნალობას ნამდვილად არ ექვემდებარება, ალბათ იმიტომ რომ მეთვითონ არ მომწონს დილის 8 საათზე ადგომა და ღამის 12 ზე დაძინება. ღამურა ვარ?! არა ღამურა არ ვარ, იმიტომ რომ მეშინია ღამურების, განსაკუთრებით იმის მერე რაც ერთ უძილო ღამეს ოთახში შემოფრინდა და ძლივს გააძევეს...
რაზე ვფიქრობ?..
სულ ეს სიტყვები მიტრიალებს თავში

We walked along a crowded street you took my hand and danced with me...
მეც მინდა, მინდა ისეთი ურთიერთობა რომელიც არანაერ ჩარჩოში არ ჯდება.
არანაერ კანონებს არ ემორჩილება.
მგონი უკვე დროა წავიდე, რაღაც არევა დავიწყე და ძალიან წავედი ოცნებებში, მაგრამ არა რა მაინც მაგარია We walked along a crowded street you took my hand and danced with me.


Will you ever take my hand and dance with me?.... again...

უკეთესია იყო მარტო თუ ვინმესთან ერთად???






კიდევ ერთი პოსტი სერიიდან "ეს ბანალურია, მაგრამ ყველას გვაინტერესებს".
ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ თუ რა სარგებლობა მოაქვს ვინმესთან ურთიერთობას (ვგულისხმობ საპირისპირო სქესს), მაგრამ დღეს მოდით იმაზე ვილაპარაკოთ ნამდვილად გვჭირდება თუ არა ვინმესთან ერთად ყოფნა და რა ზიანი მოაქვს ერთად ცხოვრებას.

ერთი საქმეა ლამაზი სიყვარული, რომანტიკა და საღამო სანთლებით და მეორე ყოველდღიური რუტინული ცხოვრება რომელიც ადრე თუ გვიან მოითხოვს ლოგინის ალაგებას და ჭურჭლის გარეცვას, საჭმლის კეთებას თავი რომ დავანებოთ და სიმართლე ვთქვათ, ეს მოსაწყენი და უინტერესოა, მაგრამ მაინც ღირს?!


დიდი ბედნიერებაა თუ წააწყდები ისეთ ადამიანს რომელიც არ არის ეგრედწოდებული ქართველი აზიატი და სულ სხვა ჯიშის ცხოველია... (სხვათაშორის წითელ წიგნში მოწინავე ადგილი უჭირავს)
ტიპი სასურველი, კაცი რომელიც ისეთია როგორიც ეგრედწოდებული თქვენი შებმის დროს იყო, ანუ:
ისევ ისე გჩუქნით საჩუქრებს როგორც ადრე.
ისევ იმდენ ყურადღებას გითმობთ როგორც ადრე.
გჩუქნით დაუვიწყარ საღამოებს და ა.შ
რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად გეხმარებათ რუტინული საქმის კეთებაში და შემდეგ მხურვალე კოცნით გაჯილდოვებთ.

ეხლა კი მოდით უფრო გავრცელებულ ჯიშზე ვილაპარაკოთ.
კაცი გავრცელებული, აზიატი ქართველი ( ცოლმა სახლი უნდა დაალაგოს, შვილები გააჩინოს/გაზარდოს, საჭმელი გააკეთოს, მე კი ამ დროს ნაშებში ვირბენ იმიტომ რომ ჩემი ცოლი ისეთი მომხიბლელი აღარ არის როგორც ადრე და არც ბევრი პოზა არ იცის, მაგრამ ეს არაფერი, იმიტომ რომ მე კაცი ვარ და მეპატიება)
ნაცნობი ისტორია და ძალიან რეალური ქართულ რეალობაში, ალბათ ამიტომ არის თბილისი ყოფილი ცოლების კლუბი.
და მაინც... რატომ ოცნებობს ყველა ქალი გათხოვებაზე?!
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ გათხოვება საქართველოში არის იგივე რაც გადადგა ნაბიჯი უფრსკრულში თვალახვეულმა ან თვალდახუჭულმა, ნუ ამას რა მნიშვნელობე აქვს...



დასკვნას ამ პოსტიდან ვიცი ვერ გააკეთებთ, მეც ვერ გავიგე რა ჯობია, იყო მარტო თუ ვინმესთან ერთად.
პ.ს მამაკაცებთან ბოდიში, იმედია მიმიხვდებით ჯანსაღ ან ავადმყოფ იუმორს, ნუ თქვენ გადაწყვიტეთ.

შეინახე შენი ისტორია




ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ის რაც მინდოდა გამეკეთებინა მომავალში, მერე სულ დამავიწყდა ამ list ის არსებობა, ცოტა ხნის წინ ვიპოვე და აღმოვაჩინე რომ ნახევარიც კი არ მახსოვდა, გული დამწყდა, იმიტომ რომ მე ის რაც მინდოდა არ გავაკეთე, უბრალოდ ვერ შევძელი?.. არა, უბრალოდ დამავიწყდა ჩემი მიზნები, ეს უფრო უარესია, იმიტომ რომ მე არც კი ვეცადე.
ეხლა მოვიდა დრო, დრო რომ ყველაფერი გავაკეთო და არ ვინანო იმაზე რომ არც კი ვეცადე გამეკეთებინა ეს.

ერთ ერთი ჩემი მიზანი იყო ბლოგი. რატომ? ჩემი ბლოგერობის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როცა კლავიატურას საწერი კალამი, მონიტორს კი ფურცელი ცვლიდა, ჩემ შემთვევაში ეს იყო ყავისფერყრდიანი ბლოკნოტი. ჩემი დღიურების ისტორია ჩემ პირველ სიყვარულთან ერთად დაიწყო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მე მაინც მომწონს, მე სიყვარულმა დამაწყებინა წერა, ეხლა რომ ვკითხულობ, მეცინება, რა სულელი ვიყავი მაშინ და ბლა ბლა ბლა... მაგრამ კარაგდ რომ დავფიქრდი ეს სულაც არ არის სასაცილო, იმიტომ რომ მე ესეთი ვიყავი და დღეს შემიძლია ვიგრძნო განსხვავება. დავფიქრდი იმაზე რაც იყო და აღარასოდეს არ დაბრუნდება... სულ მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებლის სიტყვები "დაფიქრდით, იქნება როდესმე 2000წლის 31 იანვარი?" აქედან გამომდინარე ყველა დღე უნიკალურია და აღარ განმეორდება. არ განმეორდება და ჩვენ ბევრი რამე დაგვავიწყდება განვლილი დღეების, კვირების, თვეების და წლების შესახებ, არადა ცხოვრება მოკლეა და რა ჯობია იმას რომ დაბრუნდე უკან, იმ ჩანაწერებით მაინც რომლებიც შენ ისტორიას ინახავენ....


მაგრამ...
ყავისფერყრდიაი დღიურისგან განსხვავებით, რომელსაც საგულდაგულოდ ვკეტავდიხოლმე უჯრაში, ბლოგს ვერ ჩავკეტავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაპირებ ვწერო შელამაზებული სიმართლე ან ლამაზი ტყუილი, არა, დღეიდან იხილეთ მხოლოდ სიმართლე რაოდენ მახინჯიც არ უნდა იყოს ის.

აი ჩემი მოკლე ისტორია და ამ ბლოგის არსებობის მიზანი,თქვენც დაფიქრდით იქნებ ღირს შეინახო შენი ისტორია, ეხლა მაინც როცა ეს ადვილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

see you soon....